WinExpo Georgia ’17

WinExpo Georgia ’17

WinExpo Georgia ’17 – ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-10 საერთაშორისო გამოფენა 3 დღიანი ღონისძიებაა, რომელიც ტარდება 9-11 ივნისს, 2017 წელს. ღონისძიების ორგანიზატორია საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, თბილისი, საქართველო. გამოფენას მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. ერთადერთი საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა საქართველოსა და მთელ კავკასიის რეგიონში, წარმოადგენს ღვინის მრეწველობის, პროდუქციისა და მომსახურების სრულ სპექტრს. აქედან გამომდინარე, ეს უნიკალური შანსია მწარმოებლებისა და ექსპორტიორებისთვის მიაღწიონ წარმატებას ბიზნეს შესაძლებლობების ახალ ბაზარზე.

WinExpo Georgia ’17 ქმნის ყოველმხრივ მომგებიან კლიმატს:

  • ისტორიული აღიარებისა და ათწლეულების განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის უზარმაზარ ღვინის ბაზარზე ქართული ბრენდის  კუმულაციური ინვესტიციების გაცნობისათვის;
  • დასავლური და ტრადიციული ქართული  საუკეთესო ღვინის წარმოების პრაქტიკის შერწყმისთვის;
  • საქართველოში ღვინის აგრეგაციის ფორმირების ხელშეწყობისთვის, დასავლეთის გამოცდილებისა და აპარატურის გამოყენებით;
  • დიდი რაოდენობის მყიდველებისა და ექსპერტების მოსაზიდად დსთ-ს ქვეყნებიდან;

WinExpo Georgia ’17 არის მართლაც ჰიბრიდული პროექტი, რომელიც მოიცავს გამოფენას, კონკურსს და ბიზნეს ფორუმს. ღონისძიება ფოკუსირებულია ღვინის გაყიდვებიდან მოგების ზრდაზე თბილ და უშუალო გარემოში. გამოფენა კვლავ მიმზიდველ ბიზნეს პლატფორმას წარმოადგენს ღვინის გადამამუშავებელი მოწყობილობების, ტექნოლოგიური ხაზების, მევენახეობის ტექნიკის, მინისა და მინის ნაწარმის, შეფუთვის და სხვა ამავე სფეროში მოღვაწე მწარმოებლებისთვის.

☝ გამოფენაზე დასწრების ღირებულებაა 10 ლარი
მაგრამ თუ გადახვალთ ბმულზე, შეავსეთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმას, მიიღეთ გამოფენის შესახებ სიახლეებს და ელექტრონული მოსაწვევს, რომლის მეშვეობითაც დაესწრებით გამოფენას უფასოდ 👇
👉 https://goo.gl/forms/5BNyRBWp0rXRkVtj2

წყარო: http://winexpo.ge


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Show Buttons
Hide Buttons